0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სუნთქავს, მაგრამ მდომარეობა მძიმეა” - რუსეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა

რუსეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა კორონავირუსით. 

მისი მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად მოსკოვთან ახლოს, ერთ ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

პირი, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიიდანაა და რამდენიმე წელია რუსეთში, სამუშაოდ არის წასული. 

კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი აიტივის მისმა მეუღლემაც დაუდასტურა, რომელსაც ჩვენ ტელეფონით დავიკავშირდით. 

 - სად იმყოფება თქვენი ქმარი და რა იცით მის შესახებ ახლა? როგორია მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა?

 - ჩემი მეუღლე არის ერთ ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. კორონავირუსი მას რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. მართვით სუნთქვაზე არ არის, სუნთქავს, მაგრამ მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.

 - ბოლოს როდის ეკონტაკტეთ? 

- პირადად მას ვერ ვეკონტაქტები, ვინაიდან არ აქვს ტელეფონი , მაგრამ ოჯახის ახლობელი არის მუდმივ ხაზზე ჩვენთან.

  გუშინაც ველაპარაკე, მდგომარეობა სამწუხაროდ, არ შეცვლილა.

 - რა ვითარებაში დაავადდა?

 - ეს არც ჩემთვის არის ცნობილი, ის მარტო ცხოვრობს მოსკოვში.

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ძმა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის დირექტორის მოადგილეა. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების საერთო რაოდნეობა რამდენიმე ასეული ათასია, თუმცა პუტინის ხელისუფლება ფაქტებს მალავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები