მსოფლიო
თუ თქვენ შფოთვითი შეტევები დაგეწყოთ, მაშინ ფსიქიატრის ეს რჩევები, აუცილებლად გამოგადგებათ
2020-04-10 20:31:08
ფსიქიატრი, ნინო ოკრიბელაშვილი, ვიდეომიმართვაში რჩევას აძლევს იმ ადამიანებს, ვისაც კარანტინის პირობებში, შფოთვითი აშლილობა დაეწყო ან უბრალოდ, ნიშნები აქვს აშლილობის
„ერთ-ერთი მეთოდია ყურადღების გადატანა ერთი აქტივობიდან მეორე აქტივობაზე. ასევე სუნთქვითი ვარჯიშები, რომელიც არის რელაქსაციური ტექნიკა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციის სახით გაავრცელა რამდენიმე პლატფორმა, სადაც არის სარელაქსაციო მუსიკა, რომლის მოსმენის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ რელაქსაციაც მიიღოთ. როდესაც ადამიანს შფოთვა აქვს, უფრო მეტად ხვნეშის, უფრო გახშირებულად სუნთქავს. ამ დროს მოგრძო ტვინს ეძლევა ინფორმაცია, რომ პანიკაა.
სუნთქვის ცენტრ მიეწოდება ინფორმაცია, რომ უფრო მეტად გაახშიროს და ჟანგბადი შეიწოვოს. სინამდვილეში ორგანიზმში მეტია ჟანგბადი. ალბათ გინახავთ ფილმებში როდესაც შფოთვითი შეტევის დროს პაკეტებში იწყებენ სუნთქვას. თუ გემატებათ აგრესიულობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიში, რომელსაც ხელით დაამუშავებთ.სახლის დალაგებაც არის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ითვლება, რომ როდესაც ჩვენი გარემო არ არის დალაგებული ჩვენი აზრებიც ამ დროს ქაოსურია“, - განაცხადა ოკრიბელაშვილმა.
კომენტარები