1 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ

ერთობლივად საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, აშშ-ში მყოფი 79 ქართველი სკოლის მოსწავლის ქვეყნიდან სპეციალური საშუალებებით გამოყვანის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, რეისი ხვალ შედგება აშშ-დან დოჰაში, შემდეგ კი თბილისის მიმართულებით.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მინდა, პირველ რიგში აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო, და, რა თქმა უნდა, საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა, მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთობლივად, ერთი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად საქართველოს მთავრობამ და შშ-ის მთავრობამ, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. მათმა მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ, 10-ში შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში, ამ რეისის უზრუნველყოფას თავის-თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში ამ არასრულწოვნების, სკოლის მოსწავლეების, 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად, ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩვენ ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, სკოლის მოსაწვლეს“ “ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები