მსოფლიო
ლერმონტოვის ქუჩაზე, შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში 3 მუშა მოჰყა
2020-04-08 12:57:25
ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა.
მეხანძრე-მაშველებმა 3 მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.
მეხანძრე-მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული.
მუშებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა.
კომენტარები