საზოგადოება
როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს ვირუსის გავრცელების პერიოდში
2020-04-07 19:00:28
ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით, ჩვენი შინაური ცხოველები ადამიანებისთვის საშიშები არ არიან. ერთადერთი საშიში ავადობის ჯგუფი, რომელიც საშიშია ცხოველიდან ადამიანზე გადასვლით, ეს არის ცოფი და ჭიები, - ამის შესახებ ბიოლოგმა, ლევან ბუთხუზმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განცხადებით კატეგორიულად აკრძალულია ძაღლის ბეწვის სპირტით გაწმენდა.
„როდესაც ძაღლს ქუჩაში გავიყვანთ და შინ დავბრუნდებით, სპირტის გარეშე შესაძლებელია მათი თათები დაიბანოს, კარგი იქნება თუ თათებს ქლორჰექსადინის ხსნარს გავუწმინდავთ, შესაძლებელია ცოტა სველი წესით ბეწვის დამუშავებაც. 2 ძირითადი წესი, რაც ქუჩაში გაყვანის დროს უნდა დავიცვათ ეს არის - ძაღლმა არ შეჭამოს გარეთ გადაგდებული საკვები და არ ქონდეს კონტაქტი სხვა ძაღლებთან“, - აღნიშნა ბიოლოგმა.
კომენტარები