საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
2020-04-07 11:48:28
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 52 კორონავირუსით ინფიცირებულია.
ამასთან, რატიანის ინფორმაციით, კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა.
„ჩვენს კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა მედპერსონალს გამოკვლევა და კრონავირუსზე ყველა ტესტის შედეგი უარყოფითი მოვიდა, რაც ძალიან გვახარებს“ ,- დასძინა რატიანმა.
კომენტარები