საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
2020-04-07 00:14:14
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
კომენტარები