1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სადეზინფექციო საშუალება - 500 ლიტრი; სამედიცინო პირბადე - 7 500; ხელთათმანები - 7 500” - საქართველო ნატო-ს დახმარებას სთხოვს

  საქართველოს მთავრობამ ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC) დახმარებისთვის მიმართა.

 

  თხოვნის დოკუმენტში საუბარია აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის სანიტარულ ხელსაწყოებზე. მასში აღწერილია მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსთან ბრძოლაში. ასევე, გაწერილია თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობის ჩამონათვალი:

საველე ბანაკი - 100;

სამედიცინო ბანაკი - 100;

საველე სასადილო - 100;

საწოლი - 2 500;

პირსაბანი - 100;

გენერატორი — 100;

გამათბობელი - 600;

ცეცხლმაქრი - 300;

მაცივარი შუშის კარით - 100;

ელექტროჩაიდანი - 200;

თერმომეტრი - 200;

სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი - 500;

ელექტროთერმომეტრი - 200;

ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი - 200;

გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები - 1200;

ამკრძალავი ნიშანი - 200;

ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი - 200;

პროექტორი (150-ვოლტიანი) - 400;

მეგაფონი - 100;

მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) - 100;

სამედიცინო პირბადე - 7 500;

ხელთათმანები - 7 500;

დოკუმენტში ასევე საუბარია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:

ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი - 20 500;

რესპირატორი - 26 000;

დამცავი ნიღაბი - 190 000;

სადეზინფექციო შხაპის კარავი - 4;

წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 - 4;

ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის - 1000;

გასაბერი კარავი გათბობის სისტემით - 40;

ინფრაწითელი თერმომეტრი - 290;

დამცავი ხელთათმანი - 23 000;

სადეზინფექციო საშუალება - 500 ლიტრი;

სათვალე/სახის დამცავი ფარი - 2 000;

ელექტროსპრეი - 50.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები