მსოფლიო
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ასევე უცვლელი დარჩება ერთიანი ეროვნული გამოცდების დრო და ფორმატი
2020-04-06 14:51:54
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ასევე უცვლელი დარჩება ერთიანი ეროვნული გამოცდების დრო და ფორმატი.
„OECD-მ წარმოადგინა ანგარიში, სადაც დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მსოფლიოში. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ განათლების სამინისტროს. საერთოდ, ხაზგასმით გამოყოფილი იყო „ტელესკოლის“ პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება, განათლების სამინისტროსთან ერთად, ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ და ეს არ მოგვიწიოს. ესეც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.
აკადემიური წლის გამოცხადება რომ საჭირო აღარ იქნება, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმაც დაადასტურა.
კომენტარები