მსოფლიო
როგორ ვიხმაროთ ფარი და ნიღაბი, რომ კორონავირუსისგან თავი მაქსიმალურად დავიცვათ
2020-04-06 14:35:57
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას ფარების და ნიღბების სწორად გამოყენებისკენ მოუწოდებს.
როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფართან ერთად აუცილებელია ნიღბის ტარებაც.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული“, - განაცხადა იმნაძემ.
კომენტარები