მსოფლიო
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-04-05 23:25:31
ვერძი
ეს დღე ხელსაყრელია კომერციული გარიგებებისთვის და საქმიანი ქაღალდების გასაფორმებლად. ადამიანებთან ურთიერთობის დროს მეტი თავშეკავება და წინდახედულება გმართებთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. გამორიცხული არ არის, რომ მამაკაცებს საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოუხდეთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მშენებლობისთვის, სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. ამაკაცებს მშვენიერ სქესთან ურთიერთობა უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებათ. ქალებს ვარსკვლავები ჩანაფიქრის სწრაფად განხორციელებას და მიზნის მიღწევას პირდებიან.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისა და ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრისთვის. შრომისმოყვარეობა და მონდომება წარმატებას ოგიტანთ. გაუფრთხილდით ადამიანებს, ვისაც ყველაზეწ მეტად უყვარხართ. ინტუიცია გიკარნახებთ ვინ არის თქვენი მტერი და ვინ მეგობარი.
კირჩხიბი
არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის. შესაძლოა, თქვენი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა მოისმინოთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში განწყობა მაინც გაგიფუჭდებათ და მსუბუქი დეპრესია დაგეუფლებათ. არ ღირს ამ მდგომარეობაში დარჩენა – ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
ლომი
ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია გულსისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება. ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, მჭრელ და მჩხვლეტავ საგნებს. გაითვალისწინეთ, რომ მცდარი რჩევა შეიძლება პირად ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახოს. არასასურველია ახალი ნაცნობობა და კომერციულ საქმეებში აქტიურობა.
ქალწული
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. თუ შეუძლოდ ხართ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ, რადგან დაავადება შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს. გამორიცხული არ არის მცირე ოჯახური უსიამოვნება. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაჩენილმა სირთულეებმა შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელიც თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება. დიდსულოვნება გამოიჩინეთ და დაუთმეთ.
სასწორი
ტყუილებისა და ილუზიების დღეა. ერიდეთ მოშურნეებს და არაკეთილმოსურნე ადამიანებს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ეცადეთ, გაარკვიოთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მტერი და მეგობარი. ქალებს შანსი მიეცემათ, დიდი ხნის ოცნება აისრულონ.
მორიელი
ნეგატიური წარსულისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების დღეა. ეს თუ შეძელით, უჩვეულო შვებას იგრძნობთ. ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელია შეხვედრები და ახალი ნაცნობობა. ერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და გამორიცხეთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად და ძველი პრობლემების ახლებურად გადასააჭრელად. გამორიცხული არ არის არაკეთილმოსურნეთა მაქცინაციები ან მოვლენათა არახელსაყრელად განვითარება. მშვენიერი დროა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.
თხის რქა
ადამიანებთან ურთიერთობის დროს მეტი თავშეკავება და წინდახედულება გმართებთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. გამორიცხული არ არის, რომ მამაკაცებს საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოუხდეთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშისთვის. სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ თავში ჩაკეტვა გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
თევზები
ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენს ხმას მოისმენენ და გაიგებენ. ერიდეთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. მშვიდად შეასრულეთ თქვენი მიმდინარე მოვალეობები და სახლის კეთილმოწყობით დაკავდით.
კომენტარები