1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გლობალურად, სიტუაცია უფრო იძაბება და უარესდება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით გლობალურად, სიტუაცია უფრო იძაბება და უარესდება. ამის შესახებ მან კორონავირუსის თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იცით, რომ ჩინეთში, საიდანაც დაიწყო ეპიდაფეთქება, სიტუაცია რადიკალურად უმჯობესდება, ჩინეთმა უკვე გავრცელების მიხედვით გადაიწია მე-6 ადგილზე მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ყველაზე მეტი გავრცელება დაავადების აღინიშნება ამერიკაში. შემდეგ იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და შემდეგ მოდის ჩინეთი.

მთლიანად, გლობალურად, დაავადება აღნუსხულია 205 ქვეყანაში და ლაბორატორიულად დადასტურებულია მილიონ 100 ათასამდე შემთხვევა. კარგია ის, რომ 230 ათასამდე გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამწუხაროდ, 59 197 ადამიანი დაიღუპა, რაც სადღაც საშუალო სიკვდილობა დაახლოებით ხუთი პროცენტის ფარგლებშია. სიკვდილობის ყველაზე მაჩვენებლით გამოირჩევა დღეს იტალია 12 პროცენტი, ესპანეთი 9 პროცენტი, საფრანგეთი 7,92, ირანი 6,19 პროცენტი, გაერთიანებული სამეფო 9 პროცენტი და ა.შ.“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები