1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ჩვენი მდგომარეობა ეპიდემიის მატების თვალსაზრისით, იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდებოდით“

თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა: 

 

“ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდან, საპასუხო ღინისძიებები ჰქვია, რაც ხორციელდება ეპიდემიის საწინააღმდეგოდ, ყველა საპასუხო ღონისძიება, ყველა ეტაპზე ეპიდემიის, გადადგმული იყო დროულად, ადექვატურად და ეფექტურად. ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია, თქვენ გადადგით დროზე და სხვებმა რატომ არ გადადგეს, მაგალითად იტალიამო? ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგმა საფრთხე არ შეაფასა სათანადოდ და არ ჩათვალა, რომ ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა ეს საფრთხე.

ეს მაჩვენებელი, ეპიდემიის გავრცელების იმ ფაზისთვის, რომელიც ახლა საქართველოშია, დაიწყო შიდა გავრცელება, რისი თავიდან აცილება ჩვენ შევძელით 3-4 კვირით, ვიდრე ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა. მე პირადად მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ეს ფაზა დაიწყო და ეს ფაზა დაიწყო მარნეულის შემთხვევის შემდეგ, მდგომარეობა მატების თვალსაზრისით იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო მოსალოდნელი.როცა იწყება უკონტროლო, ანუ შიდა გავრცელების სტდაია, არის იმის რისკი, რომ მატება იყოს ასეული, ათასეული და ათეულ ათასეული…

გუშინ შემზარავი ინფორმაცია წავიკითხეთ, რომ საფრანგეთში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 1500 კაცი გარდაიცვალა. ასეა ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში. ამ ფონზე რამდენიმე ათეულის მატება ჩვენთან, ჯერ ოცზე მეტის მატება დღეში არ ყოფილა, არის კარგი. ეს კითხვა შეიცავს უხერხულობას, კარგი როგორ არის, როცა 14 და 17 პაციენტით იმატებს დაავადებულთა რიცხვი, მაგრამ იმასთან შედარებით, რა სტადიაშიც ვართ ეპიდემიის გავრცელების მხრივ და რა დღეშიც არის მსოფლიო, კარგია. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მსხვილმაშტაბიანი დამანგრეველი ეპიდემია, რომელმაც პრაქტიკულად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა. თუ ყოველ დღე იქნა არაუმეტეს ოცი შემთხვევისა, ეს ნიშნავს ერთი თვის მანძილზე 600 შემთხვევას. ეს არაფერია, ექვსასი შემთხვევა სხვა ქვეყნებში ერთ დღეში ფიქსირდება. მე მოველი რომ პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, შემდეგ იქნება პლატო და ამის შემდეგ წავა დაღმავლობა. ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ პიკიდან არაუმეტეს 100 შემთხვევით ჩათვალეთ, რომ საქართველო ამ ეპიდემიიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდა“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...