საზოგადოება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია
2020-04-03 18:53:59
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ილაპარაკა.
„ჩვენ კლინიკაში გვყავს ხუთი ჩვილი, ორის მდგომარეობა მძიმეა. სამის შედარებით დამაკმაყოფილებელი. კრიტიკულია იმ ორი ახალშობილი, რომლებიც არიან აპარატულსუნთქვაზე“, - აღნიშნა ტურძელაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსითინფიცირებულთათვის ძალიან კრიტიკულია მე-7 მე-9 დღე. „დამძიმება ხდება ფილტვების ანთების შედეგად. სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენები ინტენსიურ პალატებში არიან და საათობრივად ვაკვირდებით“, აღნიშნა ტურძელაძემ.
კომენტარები