მსოფლიო
“მაღაზიების წინაც დგას რიგში სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ არ აჯარიმებენ” – ანდრია ჯაღმაიძე
2020-04-03 17:45:30
საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა:
მლოცველები დგანან გარეთ, ღია ცის ქვეშ, დისტანციის დაცვით. არ იკრიბებიან შენობაში.
მაღაზიის წინ ხომ დგანან ადამიანები რიგში? ვინმემ განსაზღვრა რამდენი ადამიანის დადგომა შეიძლება რიგში და რამდენ ხანს? აჯარიმებს ვინმე? როგორც ისინი იცავენ რიგის დროს დისტანციას, ასე იცავს მრევლიც დისტანციას და ისინიც დგანან ღია ცის ქვეშ.
ჩვენ როდესმე ვთქვით რომ არ ვემორჩილებით საგანგებო მდგომარეობას, ან არ ვიცავთ რეკომენდაციებს?
ჩვენც ვურჩიეთ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, დარჩნენ სახლებში.
რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარების წესს, სინოდმა ამაზე იმსჯელა და ეს წესი არ შეიცვლება.
კომენტარები