პოლიტიკა
,,არ არის გამორიცხული, რუსთავში, თბილისში და ზოგადად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დამატებითი ზომების მიღება დაგვჭირდეს"
2020-04-03 14:05:49
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ საჭირო იქნება, ყველა რეგიონში და შესაძლოა, მთელი საქართველოს ტერიტორიაზეც გამკაცრდეს ზომები. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არა არის.
"ამ ეტაპზე კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით, ვერ ვისაუბრებ, ამაზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება და თუ დავინახავთ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებლობას დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ასეთი გამკაცრების ზომებს განვიხილავთ.
არ არის გამორიცხული, რომ რუსთავში, თბილისში და ზოგადად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება. თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, მთავარია ჩვენ უკვე დაწესებული შეზღუდვები დავიცვათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე. თუ გვექნება ცალკეულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, შესაძლოა ზომების გამკაცრება დაგვჭირდეს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კომენტარები