1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაფრთხილება მშობლებს: ბავშვები გარეთ არ გაიყვანოთ და მაქსიმალური სიფრთხილე უმ ან ნახევრად მოხარშულ პროდუქტებთან

როგორც ექიმი, მამა და ბაბუა გთხოვთ, არ გაიყვანოთ ბავშვები გარეთ- ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ რეკომენდაციები დაყო და მოზრდილები ბავშვებისგან გამოაცალკევა. როგორც ექიმი განმარტავს, ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს მოზრდილებისთვის, ბაშვებზეც სრულად მორგებულია.

„ძალიან ბევრ მშობელს ბავშვი გამოყავს გარეთ, შეყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად არ აქვთ ათვისებული, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ბავშვებს. ცხადია, ბავშვების ჩაკეტვა სახლში ურთულესია და აქაც ჯანმო გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ მათ გაუმკლავდნენ სტრესს COVID19-ის პირობებში. ძალიან ბევრი მშობელი მირეკავს და მეკითხება, ხომ შემიძლია გავასეირნოთ ბავშვი ეზოში? არა არ შეიძლება, რადგან საშიშია. საშიშია ეზო, სადარბაზო, ლიფტი და ყველა ის შესაძლო კონტაქტი, რომელიც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ექიმთან დროული მიმართვიანობა და მაქსიმალური სიფრთხილე უმ ან ნახევრად მოხარშულ პროდუქტებთან- ეს არის ის რეკომენდაციები, რითაც ინფექციას თავიდან ავიცილებთ“- ამბობს ნუგზარ უბერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები