1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობამ წიგნის გაყიდვა აკრძალა - ქართველი მწერლები ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ

 საგანგებო ვითარების გამოცხადების ფარგელბში, მთავროსბი დადგენილების თანახმად საგამომცემლო საქმიანობის შეწყვეტისა და წიგნის ონლიან გაყიდვების აკრძალვა.

„21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქართველმა გამომცემლებმა და წიგნის გამავრცელებლებმა უმოკლეს დროში გადავინაცვლეთ ონლაინ პლატფორმაზე, რათა არ შეფერხებულიყო სასურველი წიგნის მკითხველამდე დროულად და უსაფრთხოების დადგენილი წესებით მიწოდების პროცესი.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ბრძანებით შეიზღუდა საგამომცემლო საქმიანობა და წიგნების ონლაინ გაყიდვები. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა საგამომცემლო სფეროს მიმართ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, არ გამოუყენებია მსოფლიოს არც ერთ დიდ თუ პატარა ქვეყანას. რადგან მიჩნეულია, რომ ეს არა მხოლოდ ბიზნესისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის გადამწყვეტი, არამედ მოსახლეობისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლაციის დროს წიგნების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდეს.

ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ პროცესში აქტიურად ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მწერლები, ვემორჩილებით საშიშ პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკას და იმ პრევენციულ ზომებს, რომელსაც სახელმწიფო იღებს კრიზისულ პერიოდში, სრულად ვიაზრებთ საკუთარ პასუხიმგებლობასაც ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, საგამომცემლო სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასწავლო პროცესის შეჩერებისთანავე გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 6000-ზე მეტი ელექტრონული წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე რესურსები სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს, თუმცა ჩვენ ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას.

ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ დავაკმაყოფილოთ თქვენ მიერ სტანდარტით დადგენილი ყველა ის ნორმა, რომელიც დღეს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ითვალისწინებს“ - ნათქვამია ღია წერილში, რომელსა ხელს აწერენ:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები