მსოფლიო
რა ბედი ეწევათ უმუშევრად დარჩენილლ ადამიანებს? ხელისუფლებას გეგმა არ აქვს
2020-04-02 18:01:57
როგორ დაეხმარება მთავრობა შემოსავლის გარეშე დარცენილ ადამიანებს, ამ შ კითხვით მედიამ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიმართეს, რაზეც მინისტრემა თქვა, რომ ვიდრე ეკონომიკა კრიზისამდელ პერიოდამდე არ „ამოიქოქება“, დარტყმას მიიღებენ დასაქმებულებიც".
თურნავას არ დაუკონკრეტებია, საიდან მოიტანს მთავრობა 2 მილიოარდ ლარს, რომელიც უმუშევართა დახმარებას უნდა მოხმარდეს.
„ამ ეტაპზე რაც შევთავაზეთ ყველა ადამიანს და ესაა ყველაზე სამართლიანი მექანიზმი, გულისხმობს იმას, რომ დავაწესეთ კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები და მისი გადახდისგან გათავისუფლდება საკმაოდ ბევრი ოჯახი. რაც შეეხება შემდგომ დახმარებას, ამაზე ჩვენი ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილება. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება რაც შეეხება სუბსიდიებს და ეკონომიკურ შეღავათებს, პასუხისმგებლიანი მთავრობის გადაწყვეტილებაა, რაც ეყრდნობა გათვლებს, სწორ გადანაწილებას. ბოლომდე არ ვიცით რა დროს წაიღებს ვირუსთან ბრძოლა და ამ კრიზისის გადალახვა, თუმცა კრიზისს გადავლახავთ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ პროცესისთვის, რაც ნიშნავს რესურსების უზრუნველყოფას და სწორ მართვას. ეს ღონისძიება იქნება მიღებული სწორ დროს, სწორი, პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით“, - განაცხადა თურნავამ.
კომენტარები