1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია და შედეგი უარყოფითია.

ტესტი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ამავე კლინიკაში პირად ექიმთან იყო მისული,კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორი ნინო ქოჩორაშვილმა Imedinews-ს განუცხადა.

„რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საიდანაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მანამდე ჩვენთან იმყოფებოდა ამბულატორიულ ვიზიტზე, გეგმიურად, მის პირად ექიმთან, დაუდასტურდა კორონავირუსი.

პროტოკოლის სრული დაცვით და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით სამი თანამშრომელი, რომელსაც ამ პაციენტან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციის რეჟიმში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, ჩვენ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ორი მათგანის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არ აქვთ. გუშინ საღამოს ერთს დაუფიქსირდა ტემპერატურა. სხვა სიმპტომები არ გამოუვლინდა, თუმცა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებითის გადაყვანილია COVID 19-ის მიმღებ ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ტესტირება და დღის ბოლომდე ველოდებით პასუხს“, - აცხადებდა ნინო ქოჩორაშვილი 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები