მსოფლიო
საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმე იყო, აპარატიდან მოხსნეს
2020-04-02 15:36:19
საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს. ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, ბოლნისიდან იყო გადაყვანილი.
ექიმ ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი იყო უკიდურესად მძიმე, თუმცა ამ ეტაპზე მკვეთრი დადებითი დინამიკაა, მოხსნილია აპარატიდან და სავარაუდოდ რამდენიმე საათში გადაიყვანენ თერაპიულ განყოფილებაში.
რაც შეეხება 80 წლის პაციენტს, მისი მდგომარეობა მძიმეა თუმცა სტაბილური და დადებითი დინამიკა შეინიშნება. ასევე კრიტიკული იყო მარნეულიდან შემოყვანილი 79 წლის პაციენტის მდგომარეობა, მკვეთრი წონის დეფიციტით, წონის კლება ჰქონდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა მართვადი.
კომენტარები