მსოფლიო
ბოლნისში მცხოვრებ 19 წლის ფეხმძიმეს და მის დედას COVID-19 დაუდასტურდათ
2020-04-02 13:50:04
ბოლისში 19 წლის ორსულ ქალს და მის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი საველე ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული
ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დედა-შვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
"საველე ჰოსპიტალში 31 მარტის მდგომარეობით 2 ადამიანის დასკვნას ელოდებოდნენ. საერთო ჯამში, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული. გუშინ, 38 გრადუსი ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი, ქალბატონები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. 19 წლის ქალი ორსულია. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – ამბობს რეხვიაშვილი.
კომენტარები