მსოფლიო
“მე ვარ მორწმუნე, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ"
2020-04-02 00:14:03
პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო და საპატრიარქო კონსესუსს მიაღწევენ და გონივრულ გადაწყეტილებას მიიღებენ.
“მე ვარ მორწმუნე, მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. სახელმწიფო და საპატრიარქო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს და ალბათ უკვე მიღებულია… პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ.
ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე. მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ტაძარში მივიდეს და საღდგომო ლიტურგიას დაესწროს და დაიცავს ყველა რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურიგიაზე დასწრება. მე დარწმუნებული ვარ, გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შოროს. ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს. ასე, რომ მისი გადაწყვეტილება, მისი კურთხევა იქნება სწორი. თუ ყველაფერს შევასრულებთ ისე, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ეს არაფერს დააშავებს და არ გაფუჭებს“, – თქვა ეზუგბაიამ.
კომენტარები