მსოფლიო
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 117–მდე გაიზარდა, მათ შორის არის 10 წლის ბავშვი
2020-04-01 19:45:31
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია.
„მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. გადმოჰყავთ მშობელთან ერთდ, მშობელს არ აქვს დაადასტურებული კორონავირუსი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.
ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანრთელებულია
კომენტარები