საზოგადოება
რატომ დააკავეს გოგი წულაია ?
2020-04-01 16:48:53
პარტია "თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ქუჩაში აქცია-ბრიფინგი გამართა.
სამართალდამცავების თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა.
პოლიციამ წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც პოლიციელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.
კომენტარები