მსოფლიო
გადაუხადა თუ არა თბილისის მერმა მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი?
2020-03-31 20:52:26
სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა.
არასწორად გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ეს ეხება ყველა იმ აბონენტს, რომლის ელექტრო ენერგიის დანახარჯი ამ თვეში იყო 200 კილოვატამდე.
იმ აბონენტებს ვისაც უკვე გადახდილი აქვთ ამ თვის დავალიანება, იგივე ოდენობის თანხა შემდეგ თვეში დაერიცხებათ და მინუსში იქნება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება.
კომენტარები