1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 21 ადამიანი განიკურნა

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დისრექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ქვეყანაში კი ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

 „ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს.

  4 მძიმე პაციენტია, თუმცა ამ 4 მძიმედან ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია, დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური მდგომარეობა, ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია, ვიდრე არ მიიღება თუნდაც ამ ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები