საზოგადოება
ZDNet: ჰაკერებმა საქართველოს 4,934,863 მოქალაქის პირადი ნომერი და მისამართი ინტერნეტში გამოაქვეყნეს
2020-03-30 13:26:05
ამერიკული ონლაინ-გამოცემა ZDNet-ი წერს, რომ 28 მარტს, ჰაკერებმა საქართველოს 4,934,863 მოქალაქის, (მათ შორის გარდაცვლილი პირების) პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტში, გაასაჯაროვეს.
საუბარია მოქალაქის სახელზე, გვარზე, პირად ნომერზე, მის მისამართზე ასევე დაბადების თარიღზე.
ZDNet-ის ინფორმაციით, ინფორმაციის გაზიარების დროს ჰაკერებმა მიუთითეს, რომ ინფორმაციის წყაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სისტემა წარმოადგენდა, თუმცა, ინფორმაციის ზუსტი წყარო - თუ რომელი უწყების მონაცემთა ბაზიდან მოხდა მისი გატანა და გასაჯაროება, უცნობია.
წყარო
კომენტარები