მსოფლიო
"ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს" - თენგიზ ცერცვაძე
2020-03-30 00:11:05
თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართულ მოდელს არც ერთი სჯობს.
„არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. ზუგდიდში მყისიერი რეაგირება მოხდა. იტალიაში ან საფრანგეთში ასეთი შემთხვევა რომ მოხდა, იქ არავითარი რეაგირება არ ყოფილა და იმიტომ მოხდა ინფექციის გავრცელება. ზუგდიდში ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა, მართალია კონტაქტი არ იყო, მაგრამ საჭირო ზომები მყისიერად განხორციელდა. შესაძლოა, საჭიროზე ოდნავ მეტიც კი და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ცერცვაძემ.
კომენტარები