1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომი - აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემია საზოგადოებას აფრთხილებას

 

კონიუნქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, შეიძლება იყოს კორონავირუსის ინფექციის ერთ–ერთი სიმპტომი - ამის შესახებ საზოგადოება ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიამ გააფრთხილა. 

როგორც უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან, ორგანიზაცია ეყრდნობა ჩინეთში ჩატარებულ ორ კვლევას. პირველ მათგანში კონიუნქტივიტი დაფიქსირდა კორონავირუსის მქონე 30 პაციენტში, ხოლო მეორე შემთხვევაში  - 1099 პაციენტიდან 9 პაციენტში.

აკადემია ექიმებს ურჩევს, დაიცვან არა მხოლოდ ცხვირი და პირი, არამედ თვალები და ყურები პაციენტებთან მუშაობის დროს.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ კოროვირუსული ინფექციის კიდევ ერთი სიმპტომი არის ყნოსვის მგრძნობელობის დაქვეითება, ვინაიდან გერმანიაში, COVID-19 ინფექციით დაავადებული პაციენტების ორი მესამედი არ განასხვავებს სუნს, ხოლო სამიდან ერთი სამხრეთ კორეაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია ცხელება და მშრალი ხველა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები