საზოგადოება
დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ ქუთაისში კაცი დააკავა
2020-03-27 00:05:22
პოლიციამ ქუთაისში 1978 წელს დაბადებული ზ.ჭ. ქუთაისში დააკავა. დაკავებულს ოჯახის წევრისთვის - დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას - 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
კომენტარები