საზოგადოება
სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების რეგისტრაციის თარიღი 30 აპრილამდე გაგრძელდება
2020-03-26 18:05:11
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო გამოცდების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00-მდე გაგრძელდება. აღნიშნული ცვლილება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს ეხება და არა - გამოცდების ჩატარების პერიოდს.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. "- წერია ოფიციალურ განცხადებაში.
კომენტარები