საზოგადოება
"მართლაც ძალიან მძიმე იყო… ჩვენ გავიმარჯვეთ" – N4, პაციენტმა რომელიც ყველაზე მძიმედ იყო კორონავირუსი დაამარცხა
2020-03-25 19:27:14
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მე-10 პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.
საუბარია #4 44 წლის მამაკაცზე, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმე იყო.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძე აღნიშნული პაციენტის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაბრა და განაცხადა, რომ ეს არის კორონავირუსზე გამარჯვება.
„44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო. ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას. ამჟამად გამოჯანმრთელებულია და გაწერილია“, – ამბობს ენდელაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.
კომენტარები