მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთოს საავადმყოფოებად
2020-03-24 21:28:39
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მე ჩემი ერთადერთი სახლი რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.
მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ - სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.
გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ.
კომენტარები