მსოფლიო
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების გეგმა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
2020-03-24 21:18:58
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების მიმართულებით სახელმწიფოს ზრუნვის მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ.
"რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ საგადასახადო წნეხი, თუმცა, კრიზისი იმდენად მასშტაბური და გლობალურია ვერ გამოვრციხავთ, რომ იქნება ადამიანების ნაწილი, ვინც კორონავირუსისგამო სამუშაოს დაკარგავს", - განაცხადა თურნავამ.
თურნავას თქმით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
"ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან. ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ეს პროგრამა საჯარო გახდება. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი დახმარების ობიექტი ეს არის ის ბიზნესები, რომლებიც ამ დახმარების ფარგლებში შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ჩვენ ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ტურიზმის ინდუსტრიას, მათ აიღეს ვალდებულება, გარკვეული დროის განმავლობაში არ შეამცირონ პერსონალი და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
კომენტარები