საზოგადოება
"წინა ზოლშია, ყოველ დღე იბრძვის...ძალიან ვნერვიულობ" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს
2020-03-22 23:57:22
ნუკი კოშკელიშვილი ქმარი, COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს.
"სანამ მე ვჭიკჭიკებდი ჩემებთან და ვგეგმავდი ამ ყველაფრის დროულ დამთავრებას, მაჩვენებლები შეიცვალა, ამერიკა უკვე მესამე ქვეყანაა (ინფიცირულების რაოდენობით)და შესაბამისად წითელ ზოლშია... არ ვიცი დავალაგე თუ არა აზრი ან საერთოდ არის თუ არა რამე აზრი ჩემს პოსტში. უბრალოდ თქვენ გეუბნებით, ძალიან ვნერვიულობ, ამ დროს მარტივია თავი დაიცვა, ჩაიკეტე სახლში და იყავი ტკბილად, იტიკ ტოკე, იჭორავე იცინე. იქამდე ვიდრე სახლში ვართ დაცულები ვართ.
აი იმან რა თქვას ვისაც ცხვირი აქვს გახეხილი სათვალის და პირბადისგან?! თქვენ თავსაც საფრთხეში აყენებთ, თქვენ ახლობლებსაც და იმათაც ვინც დარჩა სამსახურში თქვენთვის, მაშინ როცა იღებთ გადაწყვეტილებას მაინც გახვიდეთ სახლიდან!!! #დარჩისახლში" -წერს ნუკი
კომენტარები