მსოფლიო
"საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან დარიგდება ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებები (სამედიცინო ნიღაბი, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი)" - სააკაშვილის შტაბი განცხადებას ავრცელებს
2020-03-21 19:31:43
მიხეილ სააკაშვილის შტაბი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ქალაქში შეიქმნა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებების დეფიციტი და გაიზარდა მათი ფასი.
აქედან გამომდინარე, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვაგროვეთ მაქსიმალური რაოდენობა და 22 მარტს, 14.00 საათიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წინ პარკინგის ტერიტორიაზე დარიგდება ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებები (სამედიცინო ნიღაბი, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი).
ამ საქველმოქმედო აქციაში ჩართულნი არიან ახალგაზრდა მოხალისეები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა,
გ. სააკაძის დაღმართი 10. ცენტრალური შესასვლელი სანაპიროს მხრიდან."
კომენტარები