საზოგადოება
მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება - მეუფე ნიკოლოზი
2020-03-21 16:30:25
მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება - ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისივე თქმით, ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია.
"მთავარი რაც მინდა გითხრათ, მე სინოდზე პირადად განვაცხადე ეს და მინდა მოვუწოდო მრევლს და ყველა დამიანს, მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს: არ გადასდო და არ გადაგება. ჩვენ გვეშინია იმისი კი არა რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია იმისი, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა დაინფიცირებული ვიყო, ამას ვერავინ ვერ იტყვის. ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითავლისწინებთ, ერთადერთი რასაც ვერ გავითვალისიწინებთ და არც არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი ვერ შევიტანოთ საიდუმლოების მადმოსილებაში და მისტიურ კავშირში ღმერთთან." - განაცხადა მან.
კომენტარები