საზოგადოება
ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საქართველოში 60 ათასამდე ადამიანმა სამსახური და შემოსავალი დაკარგა
2020-03-20 17:00:59
ხალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, საშუალოდ, 60 ათასამდე ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური და შესაბამისად, შემოსავალიც.
ეს ადამიანები ძირითადად კერძო სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან დღიურ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ.
მაგალითად: ტაქსის მძღოლები, ხელოსნები, ბაზრობებზე დასაქმებულები, წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ
თუმცა, უახლოეს მომავალში შესაძლოა ეს ციფრი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რადგან კრიზისი ელოდება მსხვილ ბიზნეს-კომპანიებსაც.
სიტუაციას ამძიმებს ისიც რომ ღრმა ეკონომიკური ფონისა და პანდემიის პარალელურად, ძვირდება ცხოვრება: ფასები იმატებს პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე. უფასურდება ლარი.
სამაგიეროდ, კვლავ იგივე რჩება საწვავის ფასი.
კერძოდ: მიუხედავად იმისა რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე, თითქმის 25 დოლრამდე დაეცა, ბენზინგასამართი სადგულები კვლავ ძველ - მაღალ ფასს ინარჩუნებენ.
კომენტარები