მსოფლიო
,,პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში გადაჰყავდათ ფანჯრებს წიხლები დაუშინეს და ჩაამსხვრიეს”
2020-03-20 10:00:48
პარიზიდან ჩამოსული 11 ადამიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საცხოვრებელ სახლებში, თვითიზოლაციაში გადაჰყავთ.
ერთ-ერთი ,მოქალაქის, ანა ყიფიანის თქმით, პარიზიდან ჩამოსვლის შემდეგ, მოქალაქეები აეროპორტში შეამოწმეს და დაბალი ტემპერატურის გამო, გადამოწმების მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სრული კვლევა ჩაუტარდათ.
„ნაწილს ჩაუტარდა ტესტიც კორონავირუსზე და პასუხები იყო უარყოფითი. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად კეთდებოდა, ძალიან ორგანიზებულად. რა პირობაც პალატაში შეიძლებოდა გვქონოდა, ყველაფერი იყო. ახლა თვითიზოლაციის პირობით გადავყავართ სახლში. გზაში ფანჯარასთან ვიჯექი და შემცივდა, მძღოლს ვთხოვე, ფანჯარა აეწია და მითხრა, რომ ვერ შეძლებდა, რადგან სხვა პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაჰყავდათ ფანჯრებს წიხლები დაუშინეს და ჩაამსხვრიეს. ახლა პერსონალი გაოცებულია, ჩვენ რომ მშვიდად ვსხედვართ. ყველანაირი კომფორტია, სად გვინდა, რა გვინდა, გვეკითხებიან ყველაფერს. გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან ყველაფერში. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიქცე მათნაირად და რატომ უნდა ჩაამსხვრიო ფანჯრები. მათთვის კარანტინი წამებასთან ასოცირდება ალბათ და ვერ ვხვდებით, რატომ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებენ პერსონალს“, – განაცხადა ანა ყიფიანმა.
კომენტარები