მსოფლიო
კორონავირუსით ერთი პირი წლისთავზე დაინფიცირდა - მინისტრის თქმით, იქ მყოფი ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია
2020-03-19 15:37:43
ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელსაც კორონავირუსზე მკურნალობენ, წლისთავზე დაინფიცირდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა პირი, ვინც იმავე დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია.
"ყველა პირი, რომელიც იმყოფებოდა ღონისძიებაზე, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები