საზოგადოება
თეა წულუკიანის მამა, ავთანდილ წულუკიანი გარდაიცვალა
2020-03-19 13:32:08
თეა წულუკიანის მამა, ყოფილი მოსამართლე ავთანდილ წულუკიანი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავთანდილ წულუკიანი 1942 წელს დაიბადა, მესტიის რაიონში, სოფელ ფარში.
შეგახსენებთ, რომ 1971-1976წლებში ის იყო საქართველოს პროკურატურის გამომძიებელი; 1976-1990წლებში კი ნაძალადევის რაიონის მოსამართლე.
გარდა ამისა, ავთანდილ წულუკიანი წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. წულუკიანმა 20 ადამიანის სიკვდილით დასჯით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.
კომენტარები