1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარინა ეზუგბაია: სამი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო

ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია კორონავირუსრით დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 31 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ შორის, 80 წელს გადაცილებული პაციენტი, რომელსაც სხვა მძიმე თანმხლები დაავადებაც აღენიშნება. 

"40 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან, ჩვენთან 32-ია. ამ 32 -დან ვამბობთ, რომ ერთი გაწერილია ბინაზე მაგრამ რაოდენობრივად ითვლება. ამ ეტაპზე, ჩვენთანა არის 31 პაციენტი. ამ 31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური. მათ გარკვეული წილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტის ასაკია 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება პაციენტის მდგომაროება დაგვიმძიმდეს დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო.

ამიტომაც ვლაპარაკობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, მათთანაც გარკვეულწილად პრობლემატური არიან, იმიტომ, რომ არსებულ დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, გართულება ნებისმიერ პერიოდში დაავადების და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი. ხოლო მესამე მძიმე პაციენტი, ეს ჩვენი პაციენტია, რომელთანაც ამ ეტაპზე მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ გამომსახველობითი კვლევით რასაც კომპიუტერული ტომოგრაფია ჰქვია, დინამიურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებელი, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ამ შემთხვევებში, დიდი ალბათობით, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ძალიან კარგია, მაგრამ პროგნოზულად ამ სამ პაციენტთან მდგომაროება სერიოზულია და დინამიურად სჭირდებათ კვლავ დაკვირვება - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილ მათ მათგანს საშუალო, ხოლო ნაწილს მსუბუქი სიმძიმის პნევმონიები აღენიშნებათ. მისი თქმით, არც ერთ შემთხვევაში დაავადების პროგრესი არ გამოიხატება. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დღის პირველ ნახევარში კიდევ 9 ადამიანის ტესტირება უნდა ჩატარდეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში 40 შეადგინა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები