1 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას დროებით წყვეტს

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

„მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები