მსოფლიო
4 ახალი შემთხვევა დადასტურდა - საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა
2020-03-18 10:43:13
საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 38-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა.
ამასთან, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.
მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა იყო. აქედან, ერთი გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფო დატოვა.
კომენტარები