საზოგადოება
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, არის სიცრუე და დეზინფორმაცია" - დიმიტრი შაშკინი
2020-03-17 19:37:31
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, არის "ფეიკი" და დეზინფორმაცია. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, დიმიტრი შაშკინა განაცხადა.
"ეს არის მტკნარი სიცრუე. ამაზრზენია, როდესაც ასეთ რთულ სიტუაციაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს ასეთი დეზინფორმაციით, ფეიკებით დაიწეროს პოლიტიკური ქულები და დათესოს უფრო მეტი პანიკა ქვეყანაში. ჩვენ მივმართეთ შს და ჯანდაცვის სამინისტროებს და ველით მათ რეაგირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აჩვენოს რომ ებრძვის პანიკასა და დეზინფორმაციას. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან ვრცელდება მსგავსი ფეიკ-ნიუსები", - აცხადებს სააკაშვილის ბიბლიოთეკის დირექტორი, დიმიტრი შაშკინი.
შეგახსენებთ რომ ერთერთმა ინტერნეტ საიტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის 72 წლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
კომენტარები