პოლიტიკა
“სახელმწიფომ კატეგორიულად მოუწოდოს საპატრიარქოს მსახურების დროებით შეჩერება!”
2020-03-17 18:50:35
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:
“სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ
სახელმწიფოს აღარ უნდა ერიდებოდეს საპატრიარქოსი, ღიად და კატეგორიულად უნდა მოუწოდოს ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება! წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, სამარშრუტო ტაქსში 10 კაცთან მგზავრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და ტაძრებში ასეულებთან ერთად დგომა და ერთი კოვზით ზიარება - უსაფრთხო?
თუ ეპიდემიას ნაკურთხი წყალი ამარცხებს, მაშინ ხალხს რაღას ვუშვებთ კარანტინში, ან რას ვკეტავთ თვითიზოლაციაში, ან ცა რისთვის დავკეტეთ, ან საზღვრები?
ვიმეორებ, თუ არ ვკრძალავთ ხალხმრავლობას ეკლესიაში, რა ნიშნით და რა ლოგიკით ვკრძალავთ ან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობას, ან სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, თეატრებს, ბარებს და რესტორნებს? იქ სხვა ხალხი დადის და ეკლესიაში - სხვა?
თუ სახელმწიფოს ვისთანაც გასდის იმას ყველაფერს ვუკრძალავთ და ვისთანაც ვერა, ვერაფერს?
მივმართავ ხელისუფლებას, იმოქმედეთ უფრო თამამად!”
კომენტარები