მსოფლიო
კალაძე: სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან მიმართებაში ვმუშაობთ, რომ არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე
2020-03-17 17:15:24
დედაქალაქის მერისგანცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება, მოქალაქეებს შეეძლებათ მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება
.„როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით-მეტროთი და ავტობუსებით- შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლების გარშე”, - განაცხადა კალაძემ.
კომენტარები