საზოგადოება
თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ რიგით მეორე პაციენტი გაეწერება – მარინა ენდელაძე
2020-03-16 23:42:47
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებული რიგით მეორე პაციენტი საავადმყოფოდან ხვალ გაეწეროს.
“თითქმის დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ხვალ რიგით მეორე პაციენტი გაეწერება. იქაც უარყოფითი შედეგია და ალბათ, თითქმის, 98% ასეა, რომ გაიწერება. პასუხები ასეთია. მესამე პაციენტსაც ალბათ მალე გავწერთ. თუმცა, ჯერ ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. სავარაუდოდ, 2-3 დღეში აუცილებლად, გაეწერება”, – განაცხადა ენდელაძემ
კომენტარები