მსოფლიო
"უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი, რადგან მომსახურების ონლაინ სისტემა გაცილებით ნაკლებ ადამიანს მოითხოვს"
2020-03-16 23:24:21
უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი, რადგან მომსახურების ონლაინ სისტემა გაცილებით ნაკლებ ადამიანს მოითხოვს - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
"საინტერესო რეალობა დგება. ამ ეპიდემიამ და მედიაისტერიამ დააჩქარა, ისედაც გარდაუვალი პროცესი, ურთიერთობების ვირტუალიზაციისა. ბიზნესის სულ უფრო მეტი წილი გადავა ვირტუალურ სივრცეში, გარდა ისეთი ერვისებისა, რომლებიც სხეულთან უშუალო კონტაქტს მოითხოვს. მაგალითად მედიცინა ან კოსმეტოლოგია. უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი, რადგან მომსახურების ონლაინ სისტემა გაცილებით ნაკლებ ადამიანს მოითხოვს. მაგალითად ერთ ლექტორს შეეძლება განუსაზღვრელად დიდი აუდიტორიისთვის ცოდნის გადაცემა. ელექტრონული ტესტირება კი გამოცდების დროს სტუდენტთან ურთიერთობის აუცილებლობას გამორიცხავს.
ნელნელა ადამიანური ურთიერთობებიც სკაიპში ხელის დაქნევით შემოიფარგლება. საჭმელს და ტანსაცმელს შეკვეთით მიიღებთ. რესტორნები და მაღაზიები ელიტურ გართობად გადაიქცევა. საკმარისია ერთი-ორი ასეთი ვირუსული პანიკა და ხალხი სახლიდან აღარ გამოვა.
ჰაააა.... დაგიხატეთ არმაგედონი ?! :)
მაინც ჩავალ რომში ! ენდე " - წერს მამუკა გამყრელიძე.
კომენტარები